ფირმინოს ტრავმის გამო ნაკრებში ვინისიუსს უხმეს
მოგეხსენებათ, ბრაზილიის მთავარმა მწვრთნელმა სანაკრებო შეკრებაზე ვინისიუს ჟუნიორი არ გამოიძახა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ლივერპულელ“ რობერტო ფირმინოს ტრავმა აღმოაჩნდა, ტიტემ არჩევანი ისევ მადრიდელზე შეაჩერა.
ვინი „სელასაოს“ ღირსებას დაიცავს. როგორც სჩანს, ტიტეს ჟუნიორის დიპლომატიური განცხადებები ძალიან მოეწონა და მას შანსს აძლევს.
ვინისიუსი ეროვნულ ნაკრებს „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის შემდეგ მიაშურებს, მას საკმაოდ ბევრი და ხანგრძლივი ფრენა მოუწევს.
- 5 ნოემბერი 2021
- 595
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.