ზიდანი:„ამ ფეხბურთელის შეძენას „რეალში“ 2 წელი ვცდილობდი“
ზინედინ ზიდანის აზრით, მუჰამედ სალაჰის მადრიდის „რეალში“ გადასვლის შანსი ჯერ კიდევ არსებობს...
„სალაჰი ნამდვილად საოცარ სეზონს ატარებს, თუმცა ეს ახალი არავისთვისაა, ის იდეალურად თამაშობს და ყველა მომენტში სახიფათო სიტუაციას ქმნის.“
„ეგვიპტელის შეძენას 2 წლის განმავლობაში ვცდილობდი, მაგრამ მაშინ „ლივერპულთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა და შეთანხმება ურთულესი იყო.“
„ვფიქრობ, ახლა განსხვავებული სიტუაციაა. სალაჰს კონტრაქტის ამოწურვამდე 18 თვემდე რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიხილავთ ან ახალ შეთანხმებას მერსისაიდელებთან, ან 2022 წლის ზაფხულში სხვა გუნდის მაისურში გამოწყობილ მუჰამედს.“
„ვფიქრობ, ეგვიპტელისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ნებისმიერი ფორმაციის „რეალში“ მოიძებნება.“
- 5 ნოემბერი 2021
- 5 732
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.