თუ სალაჰი „ლივერპულიდან“ წავა, „რეალი“ 140 მილიონს გამოყოფს
მო სალაჰს „ლივერპულში“ საოცარი სეზონი აქვს. ეგვიპტელი ფეხბურთელის გარეშე კლოპის კოლექტივის წარმოდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ ფაქტიც ჯიუტია, რომლის მიხედვითაც, წინახაზელს „მერსისაიდელებთან“ ხელშეკრუელაბ 2023 წელს ეწურება, განახლებაზე კი არ ფიქრობს...
იმ შემთხვევაში, თუ სალაჰი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, „ლივერპულს“ მისი გაყიდვა 2022 წელს ყველა ვარიანტში მოუწევს, ვინაიდან ამ კლუბს არ აქვს ის ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც სალაჰის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვების უფლებას მისცემს.
მადრიდში სალაჰის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან და თვლიან, რომ მასში 140 მილიონი ევროს გადახდა ტრანსფერს დაასრულებს.
იმ ფონზე, რომ ფლორენტინო პერესს კილიან მბაპეც სურს, სალაჰისა და ფრანგის დუეტის დამატება შეტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.
- 5 ნოემბერი 2021
- 780
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.