ჟოზემ ნაჩოს მიმართ ინტერესი განაახლა
ჟოზე მოურინიოს ნაჩო ფერნანდესის დამატება სურს. პორტუგალიელ სპეციალისტს ესპანელთან მოლაპარაკებების დაწყება აქვს დაგეგმილი.
„განსაკუთრებული“ ნაჩეტეს გარდა ანტონიო რუდიგერსაც უმიზნებს, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ გერმანელი მცველი, რომელსაც საუკეთესო ეპოქა აქვს, კარიერას „რომაში“ გააგრძელებს.
რუდიგერით „რეალიც“ ინტერესდება, ხოლო თუ შეთანხმება შედგება, ნაჩოს შანსები ფაქტობრივად განულდება, სწორედ ამიტომ მოურინიო ესპანელს სერიოზულად განიხილავს.
შეგახსენებთ, ფერნანდესს „ბლანკოსთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, მისი ფასი კი დაახლოებით 10 მილიონი ევროა.
- 5 ნოემბერი 2021
- 589
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.