ახალ ბერნაბეუზე 5 რესტორანი გაიხსნება
ესპანური გამოცემების ცნობით, რეკონსტრუქციის შემდეგ ახალ ბერნაბეუზე 5 ახალი რესტორანი იქნება გახსნილი.
საუბარია ექსტრა კლასის სივრცეებზე, რომელიც ნებისმიერი რანგის სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს.
არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს გეგმაში უფრო ამბინციური რესტორანიც აქვს, რომელიც „მიშელინის ვარსკვლავის“ მქონე უნდა იყოს, თუმცა ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სხვა არაფერი.
პერესს სურს, რომ მულტიფუქნციურ კომპლექსს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავდეს და ამისთვის ძალას არ დაიშურებს.
- 4 ნოემბერი 2021
- 1 140
- 19