ანჩელოტი აზარს „რაიოსთან“ გამოიყენებს
ედენ აზარი ამჟამინდელი მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილოა, რასაც მთავარ მწვრთნელთან შელაპარაკებაც მოჰყვა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანჩელოტი ბელგიელს „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ გამოიყენებს.
გამომდინარე იქედან, რომ ვინისიუს ჟუნიორი საოცარ ფორმაშია, მისი ფლანგი არ შეიცვლება, ამიტომ ედენს უჩვეულო მარჯვენა პოზიციაზე მოუწევს ძალების მოსინჯვა.
„ას“-ის ცნობით, კარლომ ედენს უკვე უთხრა, რომ ლა ლიგის მომდევნო ტურში ძირითად შემადგნლობაში განიხილება და ის მშვიდად უნდა დაელოდოს შანსს.
- 4 ნოემბერი 2021
- 837
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.