ესპანეთი - გერმანია. მიმოხილვა
გუშინ ესპანეთის ნაკრებმა ისტორია შექმნა და გავიდა მუნდიალის ფინალში, კარლეს პუიოლის გოლის წყალობით. ამ მატჩში მონაწილეობა მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელებმაც მიიღეს. იკერ კასილასმა, სერხიო რამოსმა და ხაბი ალონსომ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს ნაკრების მოგებაში. ”ფურია როხა” ფინალში ვან დერ ვაარტის ჰოლანდიას დაუპირისპირდება.
ესპანელები ძალიან მოტივირებულნი იყვნენ, რადგან მათ იცოდნენ ამ გამარჯვების ფასი. ძალიან ძლიერმა გერმანელებმაც კი ვერ მოახერხეს ესპანელთა შეჩერება. მომენტები ორივე გუნდის მოთამაშეებმა შექმნეს. გერმანელთა იერიშებს იკერ კასილასი შესანიშნავად უმკალვდებოდა. საბოლოოდ კი კარლეს პუიოლმა თავით ულამაზესი გოლი გაიტანა და გუნდი ფინალში გაიყვანა.
როგორც უკვე ვთქვი, რამოსმა, კასილასმა და ხაბი ალონსომ ძალიან კარგად ითამაშეს. იკერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, სერხიომ კი დაცვაში აჩვენა მისი უმაღლესი კლასი, ხოლო რაც შეეხება ხაბი ალონსოს, იგი ბარსელონურ ტრიოსთან შესანიშნავ კვარტეტს ქმნიდა.
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 8 ივლისი 2010
- 1 811
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.