მოდრიჩი:,,ჩემი მხარდაჭერა სერხიოს"
ლუკა მოდრიჩმა „შახტართან“ მატჩის შემდეგ ანალიზი გააკეთა...
„სიურპრიზი არ იყო, რომ „შახტარმა“ კომბინაციური და დინამიური ფეხბურთი ითამაშა, თუმცა ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით და დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ.“
„3 ქულა აუცილებლად უნდა მოგვეპოვებინა, ახლა ლიდერები ვართ და ვეცდებით, რომ ჯგუფში სწორედ პირველი ადგილი დავიკავოთ.“
„ბენზემა არნახულად კარგად ფორმაშია, მას ალბათ საუკეთესო სეზონი აქვს. მჯერა, რომ კარიმი „ბლანკოსის“ წარმატებაში კიდევ შეძლებს წვლილის შეტანას.“
„რამოსის ჩემი უდიდესი მეგობარია. თუ ის კარიერას ტრავმის გამო დაასრულებს, განვაცხადებ, რომ მსოფლიო ფეხბურთი ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს ნაადრევად დაკარგავს. ზუსტად ვიცნობ, სერხიოს შესაძლებლობებს და ხასიათს, ის აუცილებლად ჩადგება მწყობრში.“
- 4 ნოემბერი 2021
- 4 133
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.