კაზემირო:„ბავშვობის ოცნება ამიხდა, წინსვლას განვაგრძობ“
კაზემირომ „შახტართან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საოცნებოა. როდესაც „კასტილიაში“ ვთამაშობდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მთავარი გუნდის მაისურს 300-ჯერ მოვირგებდი. ეს ნამდვილად ოცნების ახდენაა, მოედანზე მაქსიმალურად მოტივირებული გავდივარ ყველა მატჩს ისე ვთამაშობ, როგორც პირველს.“
„დიახ, მე შავ საქმეს ვაკეთებ, რაც ხშირად არ სჩანს, თუმცა მიყყვარს ჩემი საქმე და ჩემი ადგილი მოედანზე.“
„ტონისთან და ლუკასთან მუდმივად მაქვს კომუნიკაცია. გოლის მომენტში გერმანელს ვთხოვე, რომ ჩემ პოზიციაზე დარჩენილიყო, რადგან წინ წასვლას ვაპირებდი. ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ. განვლილმა წლებმა უდიდესი გამოცდილება შეგვძინა.“
„ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი თამაშები არ არსებობს. ვთვლი, რომ „შახტარს“ საკმაოდ პერსპექტიული კლუბი ჰყავს, იქ ბევრი ბრაზილიელი ასპარეზობს.“
- 4 ნოემბერი 2021
- 609
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.