ანჩელოტი:,,აზარი ისევ ვერ ვათამაშე"
კარლო ანჩელოტიმ „შახტართან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან კარგად ვიცი მოთხოვნები, რომელიც „რეალის“ ქომაგებს აქვთ და ეს სავსებით ნორმალურია. ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ, როგორც პირველი, ასევე მეორე ტაიმი, მაგრამ შემდეგ ყურადღების და კონცენტრაციის შენარჩუნებას ვერ ვახდენდით, რაც თავისთავად სამწუხაროა. ვფიქრობ, 3 ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“
„ჩვენ გვქონდა ბურთის ფლობა, მაგრამ „შახტარი“ ძალიან სწრაფად და მობილურად მოქმედებდა, რასაც მათი მხრიდან გოლის გატანაც მოჰყვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, დონეცკურ კლუბს დე ძერბისთან ერთად დიდი მომავალი აქვს.“
„ბენზემას და ვინისიუსის კომბინირებამ საოცარი შედეგები მოგვცა, ფაქტია, რომ ბრაზილიურ-ფრანგული დუეტი „ბლანკოსის“ წინა ხაზში უდიდეს როლს თამაშობს. ასევე უნდა ავღნიშნო ედერ მილიტაოსა და დავიდ ალაბას ეფექტური გამოსვლა, ეს წყვილი კიდევ უფრო შეთამაშდება.“
„აზარი ისევ არ ვათამაშე, რადგან ტაქტიკურ ჭრილში ვერ ჩაჯდა, ამ მომენტისთვის ლუკას ვასკესის გამოყენება იდეალური ვარიანტი იყო, რომელიც როგორც წინა ხაზში, ასევე დაცვაში ძალიან ბევრს შრომობდა.“
„ცოტა ცვლილება განვახორციელე, ვინაიდან გუნდის მექანიზმის შეცვლა არ მსურდა. მარსელო 40 წუთის მანძილზე ხურდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოედანზე ვეღარ შევიყვანე, ვინაიდან განვითარებულმა მოვლენებმა ამის უფლება არ მომცა.“
- 4 ნოემბერი 2021
- 1 239
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.