ექვსი მადრიდისტა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ჰოლანდიის ნაკრებმა ნახევარფინალში ურუგვაის სძლია ანგარიშით 3–2. გუშინ კი ესპანეთმა მინიმალური სხვაობით დაამარცხა გერმანია.
გერმანია – ესპანეთი
ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თავის ისტორიის მანძილზე პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. მათ გერმანია დაამარცხეს ანგარიშით 1 – 0 გოლის ავტორი კი იყო კარლეს პუიოლი. მან 72–ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა იკერ კასილასმა, ხაბი ალონსომ და სერხიო რამოსმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. აღსანიშნავია რომ ფანტასტიურად ითამაშეს. ისინი "ბლანკოსის" მოთამაშეს ვან დერ ვაარტს შეხვდებიან ფინალში.
ურუგვაი – ჰოლანდია
სამშაბათს ერთმანეთს ურუგვაი და ჰოლანდია დაუპირისპირდნენ. მატჩში ევროპელებმა იმარჯვეს ანგარიშით 3–2. ნარინჯისფერებიდან გოლები გაიტანეს ედვინ ვან ბრონჰორსტიმ, უესლი სნეიდერმა და არიენ რობენმა. სამხრეთ ამერიკელებიდან კი დიეგო ფორლანმა და მაქსი ფერეირამ. ჰოლანდია ფინალში ესპანეთს შეხვდება.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 8 ივლისი 2010
- 1 758
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.