„რეალმა“ „შახტართან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
„რეალის“ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩისთვის მზადება დაასრულეს.
კარლო ანჩელოტიმ ფინალური სესია შედარებით გვიან ჩანიშნა. იტალიელმა სპეციალისტმა ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო პოზიციურ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, ბურთის ფლობას და კარში დარტყმების კომპონენტს.
ფედე ვალვერდე, ბეილი, მარიანო დიასი, როდრიგო და სებალიოსი აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
შეგახსენებთ, დონეცკელებთან დაპირისპირება ხვალ, 21:45 საათზე აიღებს სტარტს.
- 2 ნოემბერი 2021
- 351
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.