კარვახალი:„ის, რაც სერხიო რამოსზე გავიგე, ჩემთვის შოკისმომგვრელია“

დანიელ კარვახალმა „შახტართან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

„მე ვთვლი, რომ მადრიდში ფავორიტის სტატუსით ვერავინ ითამაშებს, მაგრამ „შახტარს“ უკან დასახევი გზა არ აქვს, ამიტომ გუნდი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება და ეცდება, შეგვიტიოს და გაიტანოს.“

„პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ მოედანზე 90 წუთის გატარება შემიძლია. ჩემი მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილია. ანჩელოტი წუთების მენეჯმენტს კარგად მართავს.“

„გამბედაობით სავსე ვარ და მჯერა, რომ ტრავმების სერია წარსულს ჩაბარდა. მკურნალობის პერიოდში ხშირად მიჭირდა, მაგრამ ყველაფერი დავძლიე და ახლა სულ სხვა ფსიქოლოგით ვემზადები.“

„მადრიდის „რეალი“ ყოველთვის არის ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი, რადგან ამ გუნდს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. თუ ვინმე ჩვენ ამ სტატუსს არ გვანიჭებს, ეს ჩვენთვისვეა კარგი, ვინაიდან ნაკლები ზეწოლა გვაქვს.“

„ჯერ მხოლოდ ნოემბრის დასაწყისია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი სეზონი წინ არის. „ბლანკოსის“ საუკეთესო ვერსიას ცოტა ხანში იხილავთ.“

„შევცვალე ვარჯიშის, კვების და დასვენების სქემა. ყველაფერმა ერთად დადებითი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ჩემს დაზიანებებზე.“

„100%-ით მზად ვარ. მინდა ვითამაშო, როგორც „შახტართან“, ასევე „რაიო ვალეკანოსთან“. ასევე ვისურვებდი ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებას. დიდი ხანია ნაკრების ღირსება არ დამიცვია.“

„რამოსი ჩემი დიდი მეგობარია. არ მჯერა, რომ მისი და „პსჟ“-ს გზები გაიყრება. დარწმუნებული ვარ, ლეგენდა ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის, რომ საუკეთესო კონდიციაში ჩადგეს. ინფორმაციები, რომელიც მასზე საფრანგეთიდან მომივიდა, ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო. ყველგან და ყოველთვის, სერხიოს ხელგაშლილი ვეგებები, მე მჯერა მისი სათანადო დარბრუნების.“

„ალაბა გუნდში ახალი მოსულია, თუმცა უკვე მოირგო ლიდერის როლი. დავიდის გამოცდილება ნამდვილად ფასდაუდებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.“

„კვების რაციონში ბევრი რამ შევცვალე. ხორბლის დიეტა დავიწყე, ასევე ინტენსიურად ვიღებ ბროკოლს, როგორც შუადღეს, ასევე საღამოს.“

„ვინი შესანიშნავ ფორმაშია. არ ვიცი, რატომ ვერ მოხვდა ბრაზილიის ნაკრებში, ეს ალბათ ტიტეს უნდა ჰკითხოთ, თუმცა ეს ჩვენთვის ერთვარი ბონუსია. ნოემბრის მეორე ნახევრისა და დეკემბრის თვის რთულ მატჩებს ჟუნიორი დასვენებული შეხვდება.“

„მე ვფიქრობ, რომ აზარი მსოფლიოს 10 საუკეთესო მოთამაშეს შორისაა. ბელგიელმა ბევრი იწვალა და საკმაოდ დიდი ბრძოლა მოუხდა ტრავმების დასამარცხებლად. ანჩელოტი მასთან ბევრს მუშაობს და ცდილობს, საუკეთესო თვისებების გამოვლენაში დაეხმაროს.“

„მენდი გუნდისთვის ძალიან პროდუქტიული ფიგურა გახდა. ზინედინ ზიდანმა ფრანგს შანსი მისცა და ფერლანმაც არ დააყოვნა. ვფიქრობ, დღესდღეობით მენდი არნახულად დიდ პროგრესს აჩვენებს.“

„ანდრეი ლუნინი არის ერთ-ერთი მათგანი იმ ფიგურებს შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. უკრაინელის მომზადების დონე უმაღლესია, მისი მოტივაცია და შემართება ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ამ ეტაპზე უკრაინელს კურტუას სახით უდიდესი კონკურენტი ჰყავს.“

  • Hala
  • 2 ნოემბერი 2021
  • 2 593
  • 2

1

2 ნოემბერი 2021 22:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 128
ჩელსი რა იკუკავს, იქით ბარათებიც არმოდის

2

3 ნოემბერი 2021 10:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რამოსი კი არა შენ თავს მიხედე თუ ძმა ხარ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)