გუტი:„„რეალის“ მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა“
ხოსე მარტია გუტიერესმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ჩაუდგე სათავეში, საკმაოდ დიდი გზა უნდა გაიარო და ამის ღირსი გახდე. ვოცნებობ, დადგეს დღე, როდესაც სამეფო კლუბს ჩავიბარებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დღეს ამაზე ფიქრში ვატარებ.“
„ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხო იმისათვის, რომ გავიზარდო, როგორც მწვრთნელი და მივიღო შესაბამისი კვალიფიკაცია.“
„ჩემთვის „ბლანკოსი“ ყველაფერია და სწორედ ამ კლუბის გადასახედიდან ვმოქმედებ.“
- 1 ნოემბერი 2021
- 685
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.