რთული ნოემბერი
ნოემბრის თვეში მადრიდის „რეალს“ 5 მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩასატარებელი. ანჩელოტის გუნდისთვის ბევრი რამ სწორედ აღნიშნულ თვეში გახდება ნათელი.
ნოემბრის თვეს „ბლანკოსი“ ჩემპიონთა ლიგის მატჩით დაიწყებს „შახტარის“ წინააღმდეგ. ეს დაპირისპირება 3-ში არის ჩანიშნული.
შემდეგ მატჩი „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ გაიმართება, რომელიც 6 ნოემბრით არის დათარიღებული. დიახ, „ვალენაკო“ საკმაოდ რთული მეტოქეა, ვინაიდან 19 ქულას ფლობს და ოთხეულთან ახლოსაა.
ამ დაპირისპირების შემდეგ საფეხბურთო ყურადღება ნაკრებებს დაეთმობათ, „რეალი“ კი თამაშს 21-ში, „გრანადას“ წინააღმდეგ განაახლებს, რასაც 24 ნოემბერს „შერიფთან“ დაპირისპირება მოჰყვება.
თვის ბოლო დაპირისპირება „სევილიასთან“ შედგება, რომელიც 27 ან 28 ნოემბერს არის დაგეგმილი. ამ დაპირისპირებაში დაფიქსირებული შედეგი ლა ლიგის ცხრილში სავარაუდოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.
3 ნოემბერი
21:45 „რეალი“-„შახტარი“
6 ნოემბერი
23:55 „რეალი“-„რაიო ვალეკანო“
21 ნოემბერი
19:15 „გრანადა“-„რეალი“
24 ნოემბერი
23:55 „შერიფი“-„რეალი“
27 ან 28 ნოემბერი
„რეალი“-„სევილია“ (დრო დაზუსტებით პროცესშია).
- 31 ოქტომბერი 2021
- 1 797
- 31