დე ლიხტმა „იუვეს“ აცნობა, რომ წასვლა სურს
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსსა“ და მატის დე ლიხტს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობა...
ნიდერლანდელმა მცველმა კლუბის მთავარ მწვრთნელს და ხელმძღვანელობას აცნობა, რომ 2022 წლის ზაფხულში იტალიის ჩემპიონატის დატოვება სურს.
დე ლიხტს „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობასთან თხოვნა აქვს, რომელიც მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებების წარმოებას გულისხმობს.
ფლორენტინო პერესი ჰოლანდიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევრომდე ამზადებს, „იუვესთვის“ კი ეს თანხა ცოტაა. დე ლიხტი „შავ-თეთრებს“ მოუწოდებს, რომ გონივრულ თანხაზე შეთანხმება შედგეს.
მადრიდის „რეალი“ დე ლიხტს 6 წლიან კონტრაქტს და მუდმივ სათამაშო დროს პირდება.
- 31 ოქტომბერი 2021
- 3 300
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.