დი მარია: "იმედია "რეალთან" ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ""
დღეს არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარია ესპანეთის დედაქალაქში ჩაფრინდა. მან აეროპორტში "სამეფო კლუბის" მომავალზე ისაუბრა.
"ძალიან ბედნიერი ვარ აქ ჩამოფრენით, იმედია "რეალთან" ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ". ეს იყო დი მარიას პირველი სიტყვები მადრიდში. ანხელმა განაცხადა, რომ ის ბევრს იბრძოლებს, რათა "რეალმა" ძველებური ფორმა დაიბრუნოს.
არგენტინელი მის ნაკრებთან ერთად დღეს დილით ჩაფრინდა ბუენოს აირესში. შემდეგ კი ის მადრიდისაკენ გაეშურა. ანხელი ძალიან ბედნიერია.
დი მარია მადრიდის სასტუმროში რამდენიმე საათით დარჩება, შემდეგ მას ექიმები გამოკვლევას ჩაუტარებენ.
ინფორმაციის წყარო marca.com
- 7 ივლისი 2010
- 1 886
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.