რაული "შალკესთან" 2 წლიან კონტრაქტზე მოაწერს ხელს
გერმანული ჟურნალის "Sport Bild"_ს ცნობით, მადრიდის "რეალის" კაპიტანი რაულ გონსალეს ბლანკო ხელს მოაწერს 2 წლიან კონტრაქტს "შალკესთან". რაულმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
გერმანული კლუბი რაულს 5 მილიონ ევროს გადაუხდის 2 სეზონისთვის. "შალკეს" მწვრთნელმა იცის, რომ რაული 33 წლისაა, მაგრამ მან ესპანელი ფორვარდის შეძენა მაინც გადაწყვიტა. "ელ კაპიტანო" კარიერას გერმანიაში დაასრულებს. გასულ კვირას "შალკეს" ხელმძღვანელობა რაული და მეტცელდერი რესტორანტში ერთმანეთს შეხვდნენ და ეს საკითხი მოაგვარეს.
ინფორმაციის წყარო Defensacentral.com
- 7 ივლისი 2010
- 3 114
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.