გერმანია - ესპანეთი. პრევიუ
გთავაზობთ დღევანდელი ნახევაფინალის პრევიუს...
ახალგაზრდა გერმანელებს ფინალი ელოდება:
ამ მუნდიალზე გერმანიის ნაკრები ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. არგენტინასთან მატჩში გერმანელთა საშუალო ასაკი იყო 25 წელი, მაგრამ მიუხედავათ ამისა ბუნდეს ნაკრების მოთამაშეები საკმაოდ კარგად თამაშობენ.
გერმანელები მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან. მათ ყველაზე რთული გზა გაიარეს. თავდაპირველად 1/8 ფინალში, ფაბიო კაპელოს გუნდი 4-1 გაანადგურეს, ხოლო შემდეგ კი არგენტინელთა ჯერი დადგა. ვნახოთ რა მოხდება ესპანეთთან დაპირისპირებაში.
აღსანიშნავია, ის რომ იოჰან ლიოვის შეგირდები ყველაზე დაბალანსებულნი არიან. ისინი გამოირჩევიან კარგი დაცვით. მათ ასევე ჰყავთ ორი უდაბლო საყრდენი ნახევარმცველი: სემი ხედირა და ბასტიან შვაინშტაიგერი. მათი თავდასხმა კი მსოფლიოში საუკეთესოა.
გასულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში, სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. მაშინ გამარჯვება ესპანელებს ერგოთ, ახლა კი ლიოვის გუნდი რევანშისთვის ემზადება.
ევროპის ჩემპიონები მსოფლიოს დასაპყრობად ემზადებიან:
”ფურია როხას” შეგირდებმა მუნდიალი ძალიან ცუდათ დაიწყეს. მათ წააგეს შვეიცარიასთან, მაგრამ იმ მატჩის შემდეგ ვითარება შეიცვალა და ესპანელებს ყველა მოგება აქვთ, რაშიც ლომის წვლილი დავიდ ვილიას ეკუთვნის.
ვისენტე დელ ბოსკეს მთავარი კოზირი ნახევარდაცვაა, თუმცა მათ შეტევებს მცველებიც ამაგრებენ. თავდასხმის ხაზში კი მხოლოდ დავიდ ვილა ირჯევა, რადგან ფერნანდო ტორესი საერთოდ არ არის ფორმაში.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი კარგი დაცვით გამოირჩევა. ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ორივე ნაკრებში თამაშობენ უმაღლესი რანგის საყრდენი ნახევარმცველები. საინტერესოა რას გააწყობს სერხი ბუსკეტსი ხედირა-შვაინშტაიგერის წყვილთან.
ადრე ესპანელებს არ უმართლებდათ. მათ საერთოდ არ აქვთ მოგებული მუნდიალი. ”ფურია როხას” აღზევება იწყება ევრო-2008-დან. ახლა კი ისინი შეეცდებიან კიდევ ერთი ცუდი ტენდენციის დარღვევას და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას. ესპანელების მხარეს არის ერთი სტატისტიკა. რაფა ნადალის უიმბლდონზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, ლუის არაგონესის შეგირდებმა ევროპა მოიგეს. წელს კი რაფამ კვლავ მოიგო უიმბლდონი. ვნახოთ რას იზამს ესპანეთი.
რა ხდება გუნდებში?
გერმანია: ლიოვს ნახევარფინალში დააკლდება ტომას მიულერი, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მის მაგივრად კი სავარაუდოდ ტონი კროსი იასპარეზებს. სხვა დანარჩენი კი ყველაფერი რიგზეა.
ესპანეთი: ვისენტე დელ ბოსკეს ფაქტირუად არანაირი დანაკლისი არ აქვს მომავალი მატჩისთვის. ერთადერთი რაც შეიძლება აღინიშნოს არის ის, რომ რაულ აბლიოლს აქვს ტრავმა. ასევე ძალიან საინტერესოა, კიდევ ერთხელ ენდობა თუ არა ვისენტე ფერნანდო ტორესს.
ახლა კი გაგაცნობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს:
გერმანია: ნოიერი, ლამი, მერტესაკერი, ფრიდრიხი, ბოატენგი, შვაინშტაიგერი, ხედირა, კროსი, ოზილი, პოდოლსკი და კლოზე.
ესპანეთი: კასილასი, რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა, ბუსკეტსი, ხაბი ალონსო, ხავი, ინიესტა, ვილა და სილვა.
გუნდების ლიდერები:
შვაინშტაიგერი (გერმანია): ბასტიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ის რამდენიმეჯერ შევიდა კვირის საუკეთესო გუნდში. მას შეუძლია თამაში ისევე როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაშიც. ის ძალიან კარგად ითვისებს ლიდერის მოვალეობებს.
დავიდ ვილია (ესპანეთი) ვილა ესპანეთისა და საერთოდ მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირია. ის ძალიან ბევრს იბრძვის ბურთის მოსაპოვებლად. მას შეუძლია შეტევის წამოწყებაც და მისი დასრულებაც.
პროგნოზი:
მსოფლიოში ამ მატჩის ფავორიტად ესპანეთს მიიჩნევენ რომლის პროცენტული მაჩვენებელი 60-ს შეადგენს, ხოლო შესაბამისად გერმანიის კი 40-ს.
ინფორმაციის წყარო:goal.com
- 7 ივლისი 2010
- 2 922
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.