მადრიდში ხედირაზე ალაპარაკდნენ
ვრცელდები ხმები, რომ ჟოზე მოურინიო დაინტერესებულია სამი ხედირას შეძენით.
პორტუგალიელი თავკაცის სურვილია, მოედნის ცენტრში ხაბი ალონსოსა და გერმანიის ეროვნული გუნდის საყრდენის შეწყვილება.23 წლის ნახევარმცველი ამჟამად "შტუტგარტში" გამოდის.გერმანული მხარე თანახმა იქნება 12-13 მილიონ ევროდ შეელიოს სამის.ნიშანდობლივია, რომ ხედირას მომავალ წელს კონტრაქტი ეწურება კლუბთან და თუ "ბლანკოსი" მოიცდის, შეუძლია საერთოდ უფასოდ შეიძინოს ფეხბურთელი.
მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ლასანა დიარას გუნდიდან წასვლას აჩქარებს.არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ფრანგმა ჩამშლელმა "იუვენტუსის" მაისური მოირგოს.
- 7 ივლისი 2010
- 1 755
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.