ანჩელოტი:,,მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო რონალდ კუმანს"
კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ვინისიუსის მომენტზე საკმაოდ საკამათო ეპიზოდი იყო. ბრაზილიელმა მსაჯს მოუწოდა, რომ საქმეში VAR სისტემა ჩართულიყო, მაგრამ გადაწყვეტილება სხვა მიმართულებით იქნა მიღებული.“
„მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო რონალდ კუმანს, რომელმაც ყველაფერი გაიღო „ბარსელონას“ წარმატებისთვის. გათავისუფლება ნებისმიერი მწვრთნელის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არაერთხელ დამიტოვებია თანამდებობა, თუმცა როგორც ხედავთ, აქ ვარ და მუშოაბას ვაგრძელებ.“
„ნიდერლანდელის გაშვება ნიშნავს იმას, რომ „ბარსელონაში“ სიტუაცია ვერ დარეგულირდა და ხელმძღვანელობა ახალ სპეციალისტზე ჩამოვა ფსონს.“
„საკმაოდ ბევრი ეფექტური შეტევა განვახორციელეთ, მაგრამ ფაქტია, რომ „ოსასუნას“ დაცვაში არცერთი შეცდომა არ დაუშვია და სივრცეებს მაქსიმალურად გვიზღუდავდა. საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა და ქულებიც დავკარგეთ.“
„ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ფონს გასვლას. მეორე ტაიმში ბევრად ეფექტურები ვიყავით.“
„საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კრეატიულობასთან ერთად იღბალიც დაგვაკლდა. ჩვენ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო.“
- 28 ოქტომბერი 2021
- 4 621
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.