„„რეალმა“ „ოსასუნასთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
კარლო ანჩელოტის ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს...
აღსანიშნავია, რომ ტიბო კურტუამ და კარიმ ბენზემამ სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს და ორივე მოთამაშე მოხვდება განაცხადში.
დანი სებალიოსი ბურთთან ერთად უფრო მეტს ვარჯიშობს, მალე დაბრუნდება გარეთ ბიელიც, რომელიც მკურნალობის კურსს ფაქტობრივად მორჩა.
ფედერიკო ვალვერდემ აღდგენითი პროცესი დაიწყო, ურუგვაელს სესიაში მონაწილეობა არ მიუღია.
დღევანდელ სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, პრესინგს, კარში დარტყმების კომპონენტს და ტაქტიკურ მონახაზებს.
ხვალ „მერენგები“ „ოსასუნას“ წინააღმდეგ 23:30 საათზე იასპარეზებს.
- 26 ოქტომბერი 2021
- 540
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.