ანჩელოტი:„ღია მხარდაჭერას ვუცხადებ რონალდ კუმანს“

კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ვითარება საკმაოდ რთულია, კონკურენცია კი ძალიან დიდი. „ოსასუნას“ კარგად დინამიკა აქვს, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახება. ფაქტია, რომ მარტივი გასეირნება არ გველის და ყველა ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. პამპლონური კლუბი მობილურად უტევს, თავს კი კარგად იცავს.“

„ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე სანახაობრივი „ელ კლასიკო“, მაგრამ ჭკვიანური გადაწყვეტილება მივიღეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.“

„ის, რაც კუმანის ირგვლივ მოხდა სამარცხვინოა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ნიდერლანდელი ნამდვილი პროფესიონალია, რომელმაც „ბარსელონასთან“ ბევრი რამ გააკეთა, როგორც ფეხბურთელის, ასევე მთავარი მწვრთნელის რანგში. მატჩის შემდეგ შეტევა გუნდის მთავარ მწვრთნელზე ნამდვილად სამარცხვინო საქციელი იყო.“

„როტაცია გარდაუვალია. კალენდარი იმდენად მჭიდროა, რომ ამის გარეშე გუნდის პროგრესული თამაში წარმოუდგენლად მიმაჩნია.“

„ვინისიუსი თავმდაბალი ფეხბურთელია და უყვარს მუშაობა. ბრაზილიელში ყველაზე მეტად ბრძოლისუნარიანობა მომწონს. ვინი არასდროს ნებდება, მუდმივად ვითარდება და შედეგსაც აღწევს.“

„კალენდარი მართლაც ძალიან რთულია. ვფიქრობ, „უეფას“ და „ფიფას“ ამ მიმართულებით სერიოზულად აქვთ სამუშაო. ფეხბურთელები არნახულ ფიზიკურ დატვირთვას უძლებენ. როგორც კლუბებში, ასევე ნაკრებებში მათ 3 დღეში ერთხელ უწევთ მოედანზე გასვლა.“

„დიდ ყურადღებას ვაქცევ კრეატილობას და ტაქტიკურ მონახაზებს. მწვრთნელი ყოველთვის აანალიზებს არსებულ სიტუაციას და დასკვნები გამოაქვს. მოტივაციის მხრივ სამუშაო არ მაქვს, ვინაიდან საოცრად მონდომებული ფიგურები მყავს.“

„ფეხბურთელს არ უნდა აინტერესებდეს, რა ხდება მის გარშემო და როგორც მოიხსენიებენ მას ფანები. სამწუხაროა, რომ „კამპ ნოუზე“ ვინისიუსს ათასგვარი საშინელება უწოდეს, მაგრამ ფეხბურთელმა მოთმიმენა გამოიჩინა.“

„აზარს 4-3-3 სქემის გამოყენების დროს მარცხენა შემტევად შეუძლია თამაში, ხოლო 4-4-2 სისტემის პირობებში თავდამსხმელის უკან დგას. ბელგიელი აუცილებლად მიიღებს შანსს.“

„ბეილის მკურნალობა დასასრულს უახლოვდება. მომდევნო კვირიდან უელსელი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და მალე მოედანზე გასვლასაც შეძლებს, რაც ძალიან სასიხარულოა.“

„მე და ვინისიუსი მამა-შვილივით არ ვართ. ჩვენ გვაქვს სუფთა პროფესიონალური ურთიერთობა. ბევრს ვზრუნავ მოთამაშის განვითარებაზე, ისე როგორც სხვა ფეხბურთელებზე.“

„მე უკვე მყავს 2 შვილი.“

„მენდის აქვს არაჩვეულებრივი ინტენსივობა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, ის ძალიან სწრაფი და პროდუქტიულია. ფრანგის დაბრუნებამ „რეალის“ დაცვა გაცილებით სოლიდური გახადა.“

  • Hala
  • 26 ოქტომბერი 2021
  • 4 244
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)