მეტცელდერი ”რეალს” შვაინშტაიგერს ურჩევს
მადრიდის ”რეალის” ყოფილმა გერმანელმა მცველმა, კრისტოფ მეტცელდერმა, სამეფო კლუბს ბასტიან შვაინშტაიგერის შეძენა ურჩია...
”ვფიქრობ, რომ ბასტიანი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. ის თავის საქმის პროფესიონალია, ისევე როგორც მთელი გერმანიის ნაკრები” - აცხადებს მეტცელდერი.
გერმანელ ფეხბურთელს შეეკითხნენ, თუ ვინ იქნებოდა მადრიდული კლუბისთვის საუკეთესო შენაძენი: ჟერარდი და შვაინშტაიგერი. მან კი უპასუხა, რომ გერმანილი ინგლისელისგან განსხვავებით ახალგაზრდაა და მას მთელი კარიერა წინ აქვს.
კრისტოფი ასევე შეეხო რაულის თემასაც და აღნიშნა, რომ კიდევ სურს მადრიდისტასთან ერთად ბურთის გაგორება, ოღონდ ამჯერად ”შალკეში”. მეტცელდერმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა ”ბლანკოსის” კაპიტნისთვის.
”რაულს ძალიან სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ამიტომაც ის სერიოზულად განიხილავს ”შალკეს” კანდიდატურას. იგი 33 წლისაა, მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემა არ იქნება, პირიქით მისი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება”.
რაულს ჯერ-ჯერობით ”მერენგებთან” კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა უთამაშებლობის გამო, იგი შესაძლოა გადაბრგდეს გერმანულ კლუბში.
ინფორმაციის წყარო:marca.com
- 7 ივლისი 2010
- 1 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.