ვინისიუსი:„„ბარსელონას“ ქომაგების რეაქციას არ ვიმსახურებდი“
ვინისიუს ჟუნიორმა „ბარსელონასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დაძაბული მატჩი იყო, მაგრამ „რეალს“ ჰქონდა კონკრეტული გეგმა, რომელსაც მიყვებოდა და საბოლოო ჯამში მიზანსაც მიაღწია. ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებდით გამარჯვებას, რადგან უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობდით.“
„აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ. გვსურს, რომ ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერები ვიყოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“
„როდესაც მოედანი დავტოვე, ათასგვარი სამარცხვინო სიტყვა მიწოდეს. ეს მომენტი დიდხანს მემახსოვრება, თუმცა ყველას მოვუწოდებ, რომ ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღოს.“
- 24 ოქტომბერი 2021
- 5 115
- 18
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.