ბუსკეტსი:„„რეალს“ კარგად არ უთამაშია, ამიტომ ეს მარცხი ორმაგად მტკივნეულია“
სერხიო ბუსკეტსმა „ელ კლასიკო“ შეაფასა და განაცხადა, რომ „რეალი“ მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ მდგარა.
„ორმაგად სამწუხაროა, რომ წავაგეთ. ამას სამარცხივნო მარცხადაც მივიჩნევ და აღვიქვამ, რადგან მადრიდის „რეალს“ საუკეთესო ფეხბურთი ნამდვილად არ უთამაშია. ერთადერთი კომპონენტი, რომელიც ნამდვილად თვალშისაცემი იყო, კონტრ-შეტევაა, რომელსაც „ბლანკოსი“ შესანიშნავად ანხორციელებს.“
„ბუნებრივია, სწრაფად შეტევაზე გადასვლა შეგეძლება, როდესაც გუნდში როდრიგო და ვინისიუსი გყავს. ბრაზილიელი ახალგაზრდები ძალიან სწრაფად მოძრაობენ და მანევრირებენ.“
„რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა. აღსანიშნავია დესტის ცუდი დარტყმა. ჩვენ იქ ანგარიშის გახსნა და სიტუაციის რადიკალურად შეცვლა შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.“
„მსაჯის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ პოლემიკაში არ შევალ. არ მსურს, რომ ამ საკითხზე ვისაუბრო. ახლა ჩემი საზრუნავი მომდევნო ტურებია. ჯერ არაფერი დაგვიკარგავს, ვნახოთ, რა მოხდება მომავალში და რამდენად შევძლებთ სატურნირო ცხრილში სიტუაციის მკვეთრ ცვლილებას.“
„გარკვეულ მომენტებში გვქონდა ბურთის ფლობა და კონტროლი, მაგრამ საბოლოო ჯამში აგრესიულ შეტევებს ვერ ვანხორციელებდით.“
- 24 ოქტომბერი 2021
- 5 278
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.