კურტუა:„ზედიზედ მეოთხე „ელ კლასიკო“ მოვიგეთ, საოცრება ხდება“
ტიბო კურტუამ „ბარსელონასთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ზედიზდ მეოთხე „ელ კლასიკოს“ მოგება ნამდვილად საოცარი რამ არის. დარტყმა ვიგრძენი და ფეხი ძალიან მეტკინა. ზუსტად არ ვიცი, არის თუ არა სერიოზული ჩემი დაზიანება. ექიმებთან კონსულტაციას აუცილებლად გავივლი.“
„ბურთით საკმაოდ ეფექტურები ვიყავით. მთელი მატჩის განმავლობაში ვაკონტროლებდით თამაშს და არავითარი ემოცია არ გვქონია. დაპირისპირების მიწურულს სიტუაცია ოდნავ აირია, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა.“
„ვინისიუსს დღეს გოლი არ გაუტანია, მაგრამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ბრაზილიელის ფინტები, სისწრაფე, დრიბლინგი და სხარტი აზროვნება „რეალის“ შეტევას უფრო ეფექტურს ხდის.“
„ასეთი თამაშების მოგება ლა ლიგის ჩემპიონობასთან ძალიან გვაახლოებს, თუმცა ჯერ სეზონის შუა ნაწილშიც არ ვართ.“
„საკამათო ეპიზოდები? ვინი აპელირებდა, რომ მინგეზა მის წინააღმდეგ თამაშის წესებს არღვევდა, თუმცა მსაჯმა ხსვა გადაწყვეტილება მიიღო.“
- 24 ოქტომბერი 2021
- 794
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.