ოზილი ”ვერდერში” რჩება
ოზილი ”რეალში” არ გადმოვა.
გერმანის ნაკრებისა და ბრემენის ვერდერის ახალაგაზრდა ნახევარმცველი მესუთ ოზილი 2010 წლის მუნდილაზე ბრწყინვალედ თამაშობს და გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მისით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ.
მისი შეძენა ”ბარსელონას”, ”ინტერს”, ”რეალს” და ”არსენალს” სურს, მაგრამ კლაუს ალოფსმამ ნათლად აღნიშნა, რომ ოზილი ამ ზაფხულს კლუბს არ შეიცვლის.
”ტრანსფერები ჩვენი შემოსავლის მთავარი წყაროა, მაგრამ ასევე გუნდზეც უნდა ვიფიქროთ. ჩვენ წინ ჩემპიონთა ლიგა გველის და წარმატებებისთვის კარგი გუნდი გვჭირდება განაცხადა ვერდერის სპორტულმა დირექტორმა Bild-თან.”
”ოზილს ვერდერთან კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს და გვსურს, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივოს.ჩვენ მას არაფერს ვაძალებთ მისი მომავალი მის ხელშია მისი ნებაა მოაწერს თუ არა იგი ახალ კონტრაქტს ხელს. კონტრაქტის ამოწურვამდე ოზილი ”ვერდერში” დარჩება.”
”ჩვენ არ გვინდა, რომ მომავალ წელს მესუთი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვიღონებთ. ამჟამად ოზილი ”ვერდერში” რჩება.”
წყარო:goal.com
- 6 ივლისი 2010
- 1 680
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.