რა შედეგებით ხვდებიან გუნდები „ელ კლასიკოს“?
„ელ კლასიკო“ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. საინტერესოა, რა შედეგებით ხვდებიან გუნდები ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას.
8 ჩატარებულ მატჩში მადრიდის „რეალის“ ანგარიშზე შესაძლო 24-იდან 17 ქულაა. ანჩელოტის ბიჭებმა 22 გოლის გატანა შეძლეს, საკუთარ კარში კი 10 ბურთი მიიღეს. საშუალო სტატისტიკის მიხედვით, „რეალი“ თითო მატჩში საშუალოდ თითქმის 3 გოლის გატანას ახერხებს, საკუთარ კარში კი 1 გოლზე მეტს უშვებს.
„რეალმა“ 3 მატჩი სახლში ითამაშა, სადაც 7 ქულას მოუყარა თავი, ხოლო 5 დაპირისპირება გასვლაზე და 10 ქულა ჩაიწერა აქტივში.
საშინაო არენაზე გამართულ 3 დაპირისპირებაში „ბლანკოსმა“ 11 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა, ხოლო გასვლით დაპირისპირებებში ასევე 11 გაიტანა და 7 გაუშვა.
რაც შეეხება კატალონიის „ბარსელონას“. ასევე 8 დაპირისპირებაში კუმანის გუნდი შესაძლო 24-იდან 15 ქულით იწონებს თავს. კატალონიელების ანგარიშზე 14 გატანილი და 8 გაშვებული ბურთია. „ბლაუგრანა“ თითო დაპირისპირებაში საშუალოდ 2 გოლის გატანასაც ვერ ახერხებს, საკუთარ კარში კი ერთს უშვებს.
8 დაპირისპირებიდან 5 კატალონიელებმა „კამპ ნოუზე“ გამართეს, სადაც 13 ქულა მოიპოვეს, ხოლო გასვლით 3 დაპირისპირებაში მათი მონაგარი მხოლოდ 2 ქულაა.
- 24 ოქტომბერი 2021
- 461
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.