კუმანი:„ფავორიტი არ არსებობს, ურთულეს მატჩს ველი“

კატალონიის „ბარსელონას“ თავკაცმა, რონალდ კუმანმა მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ვეცდებით, ქომაგებს სიამოვნება მივანიჭოთ. „კამპ ნოუზე“ გასამართ დაპირისპირებას ოპტიმისტურად ვუყურებთ და ვთვლით, რომ გამარჯვება შეგვიძლია. ჩვენ 2 თამაში მოვიგეთ და ამ სერიის გაგრძელება გვსურს.“

„შიშზე საუბარი ზედმეტია. მეტოქე ნამდვილად ძალიან ძლიერია, მაგრამ საშინაო არენაზე „ბარსელონა“ პირველივე წუთებიდან ეცდება შეუტიოს.“

„ანსუ ფატი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა გუნდში მხოლოდ მის იმედზე არ ვართ. არაერთი მაღალი დონის მოთამაშე გვყავს, რომელსაც კოლექტივის დახმარება და ეფექტური თამაში შეუძლია.“

„დიახ, წნეხი დიდია და ეს ბუნებრივიც არის. „ბარსელონა“ სახლში თამაშობს და ვალდებულია, უმაღლესი დონის ფეხბურთი შესთავაზოს მეტოქეს.“

„შეტევაში ეფექტური და ზუსტი თამაში აუცილებელი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ასეთ თამაშში ყველაფერს კონკრეტული მომენტები წყვეტს.“

„სერხიო რამოსი „რეალიდან“ წავიდა, ჩვენ კი მესი გამოგვაკლდა, თუმცა „ელ კლასიკო“ ინტრიგას არ კარგავს. ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ გუნდების ისტორია გრძელდება. როგორც „ბარსელონას“, ასევე მადრიდს გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ბევრი ახალგაზრდა ვარსკვლავი ჰყავს.“

„ჩვენი მიზანი ყველა ვარიანტში გამარჯვება იქნება.“

  • Bernabeu
  • 23 ოქტომბერი 2021
  • 1 559
  • 1

1

24 ოქტომბერი 2021 08:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს რა ყვერჩიტაა იმენა,შენ და შენი გუნდი დინამო კიევთანაც კიარ ხართ ფავორიტები და რეალზე როგორ საუბრობს რო აქ ფავორიტი არააო,რა ურთულეს მატჩს ელოდები შე უნიჭოვ მარტივად გადაგატარებენ სამე კლუბის იგროკები

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)