„რეალმა“ ფინალური ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ბარსელონასთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს.
დღევანდელ სესიაზე ანჩელოტის ფეხბურთელები ორად გაიყვნენ და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე გაამახვილეს ყურადღება.
იოვიჩი, ისკო და ბეილი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ, ხოლო სებალიოსი მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა.
კარიმ ბენზემამ კოლექტივთან ერთად ივარჯიშა და „ნოუ კამპზე“ გუნდთან ერთად იქნება.
„ბარსელონასთვის“ ყველაფერი მზად არის. მადრიდის „რეალი“ კატალონიაში 18:15 საათზე ითამაშებს.
- 23 ოქტომბერი 2021
- 580
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.