სნეიდერი:ვიმედოვნებ დავრჩები
მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ისევ და ისევ "სამეფო კლუბში" აპირებს დარჩენას და კარიერის გაგრძელებას.
რამდენიმე კვირის წინ სპორტული პრესა აცხადებდა,რომ სნეიდერი უკვე "ინტერის" ფეხბურთელი იყო,მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ ჰოლანდიელის აგენტმა ეს ინფორმაცია უარყო.მან განაცხადა,რომ მისი კლიენტი "რეალში" დარჩენას აპირებდა.ხუთშაბათს ესპანურმა პრესამ განაცხადა,რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი აპირებდა მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლას.სნეიდერი გახდებოდა რიბერის "რეალში" ტრანსფერის ნაწილი.
"ჩვენს კლუბში კონკურენცია გაიზარდა.ამას ყველა ხედავს.მე ისევ მსურს ვითამაშო მადრიდში.უახლოეს საათებში შეხვედრა მაქვს "რეალის" ხელმღვანელობასთან.ვიმედოვნებ ყველაფერს ნათელი მოეფინება"–განაცხადა სნეიდერმა.
- 13 აგვისტო 2009
- 1 625
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.