პიკე:„როცა თეთრი მაისური გაცვია მსაჯი პენალტს მარტივად დებს“
ჟერარ პიკემ მოახლოვებულ „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა...
„ჩვენ ყველა ვარიანტში უშეღავათო ბრძოლას ველით, რომელიც პირველიდან ბოლო წუთამდე გაგრძელდება. „ნოუ კამპზე“ უამრავი ქომაგის წინაშე გამარჯვება გვმართებს და ჩვენ ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„საუკეთესო ეპოქა ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ კატალონიურ გრანდში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს. ვცდილობთ, „რეალის“ წინ მათ რჩევები მივცეთ, ვინიდან „ელ კლასიკო“ ყოველთვის განსაკუთრებული სპეციკიპიკის მატარებელია.“
„სადაო პენალტი? არ ვიცი, რა გითხრათ. ჩვენს სასარგებლოდ ხშირად არ ცდებიან. იმისათვის, რომ პენალტი დაგიდონ, თეთრი მაისურის ცაცმა უფრო უპრიანია.“
„„ბარსა“ „რეალს“ ბოლომდე შეებრძოლება. ერთადერთი შედეგი, რომელიც დაგვაკმაყოფილებს, რაღა თქმა უნდა, გამარჯვება იქნება.“
„ოქროს ბურთის მფლობელი? არ მგონია, რომ საუკეთესოს ჯილდო ესპანეთის რომელიმე გუნდის ფეხბურთელმა მიიღოს.“
„როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია და ოქროს ბურთს სწორედ ის იმსახურებს.“
- 22 ოქტომბერი 2021
- 2 684
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.