მბაპესთვის ბრძოლაში „ბარსელონაც“ ერთვება
ესპანური გამოცემების ცნობით, კატალონიის „ბარსელონამ“ კილიან მბაპესთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა...
ჟოან ლაპორტა 90 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს იმისათვის, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელს და მის აგენტს ბონუსი განუსაზღვროს.
კატალონიელები ლოტინის მოხიბვლავს ამ გზით ეცდებიან, თუმცა არც იმას ივიწყებენ, რომ ფრანგის ოცნება მადრიდის „რეალის“ მაისურის მორგება და კარიმ ბენზემასთან ერთად ასპარეზობაა.
ლაპორტამ იცის, რომ მინიმალური შანსი აქვს, თუმცა ბრძოლაში აუცილებლად ერთვება, რაც ფლორენტინო პერესის გეგმებს შედარებით გაართულებს.
- 22 ოქტომბერი 2021
- 869
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.