ანჩელოტი:„არასდროს დამავიწყდება ბეილის გოლი „ბარსელონას“ კარში“

კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით საინტერესო განცხადებები გააკეთა...

„ეს განსაკუთრებული მატჩია. თითოეულ ქვეყანაში ტარდება ორი განსაკუთრებული მატჩი, როგორიცაა ინტერ-მილანი, ჩელსი-ტოტენჰემი, ბაიერნი-დორტმუნდი. ეს არის განსაკუთრებული შერკინება ესპანეთისთვის და კლასიკო ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა გულშემატკივრისთვის. ეს არ არის ჩვეულებრივი თამაში და ჩემი მომზადების გზა მაქსიმალურ სიმშვიდესა და კონცენტრაციაზე გადის.“

„დონეცკელებთან საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ მადრიდის „რეალი“ საუკეთესო ფორმაშია, ჩვენ კიდევ მოვუმატებთ, თუმცა ამ ეტაპისთვის საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს ვთამაშობთ. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ფეხბურთელი კარგად აცნობიერებს საკუთარ ვალდებულებას და ხვდება, რომ „ბლანკოსის“ ღირსების დამცველია.“

„თუ გამარჯვება გსურს, დაცვაშიც ეფექტური უნდა იყო და თავდასხმაშიც. ჩვენ გვაქვს გარკვუელი დადებითი მხარეები. კონტრ-შეტევაზე რა თქმა უნდა საფიხათოები ვართ, ვინაიდან წინ უსწრაფესი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც გადაწყვეტილებას წამებში იღებენ.“

„ჩვენი გუნდის პრობლემა გოლების გატანა კი არა, საკუთარი კარის მშრალად შენახვაა. ჩვენ ამ კომპონენტის განვითარებაზე ბევრს ვმუშაობთ. ყველა მატჩს ვიგებთ, სადაც დაცვაში მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ.“

„თავდაჯერებულობა ნამდვილად არ გვაკლია. „ბარსელონა“ მრისხანე მეტოქეა, მაგრამ ფეხბურთელებს ამ გუნდთან თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ამიტომ არ ვინერვიულებთ. ვიცით, რომ მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს, თუმცა დროის მენეჯმენტი ეფექტურად მუშაობს.“

„კარვახალი და აზარი დაგვიბრუნდებიან, მათი განაცხადში მოხვედრს გუნდს დამატებით პოზიტივს სძენს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“

„„ელ კლასიკოებში“ ბევრი მოგონება მაქვს. საკმაოდ ბევრი უხვგოლიანი და საინტერესო დაპირისპირება მახსოვს. ვერასდროს ვივიწყებ გარეთ ბეილის მიერ გატანილ ისტორიულ გოლს, რომელმაც გამარჯვების მიღწევაში უდიდესი როლი ითამაშა.“

„„ბარსელონამ“ ცუდად დაიწყო, თუმცა აშკარა პროგრესი აქვს. კუმანის გუნდმა ბოლო მატჩები მოიგო, როგორც შიდა ასპარეზზე, ასევე ევროსარბიელზე. ჩვენ მათთან მხოლოდ 2 ქულიანი სხვაობა გვაქვს. შემიძლია პირობა დავდო, რომ გამარჯვების შემთხვევაში „რეალი“ პირველ ადგილს სტაბილურად დაიკავებს და აღარავის დაუთმობს.“

  • Hala
  • 22 ოქტომბერი 2021
  • 3 445
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)