ბენზემას კოჭის პრობლემა აქვს
ესპანური გამოცემების ცნობით, კარიმ ბენზემას პრობლემა აქვს, რაც კარლო ანჩელოტისთვის დიდი სანერვიულოა...
ფრანგ წინახაზელს კოჭის დაზიანება აწუხებს და ტკივილებს გრძნობს. „9“-იანი სრულფასოვნად ვერ იტვირთება და მისი „ელ კლასიკოში“ თამაშიც ამ დრომდე საეჭვოა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბენზემამ „ნოუ კამპზე“ შესაძლოა გამაყუჩებლის დახმარებით ითამაშოს, მაგრამ აქ სიტუაციის შეფასება მედიკოსებს მოუწევთ.
თუ ტრავმის გართულების რისკი იარსებებს, კარლიტო ფრანგს ვერ გამოიყენებს.
- 22 ოქტომბერი 2021
- 2 704
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.