„რეალმა“ „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ბარსელონასთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს...
კარლო ანჩელოტის სულ რაღაც 3 დღე აქვს იმისათვის, რომ კუმანის გუნდთან დაპირისპირებისთვის სრულფასოვნად მოემზადოს.
დღევანდელ სესიაზე იტალიელმა სპეციალისტმა ტაქტიკურ მონახაზებთან ერთად მოკლე სივრცეში ზუსტ და კომბინაციურ თამაშზე, ბურთის ფლობაზე, კარში დარტყმებსა და პრესინგზე გააკეთა აქცენტი.
მეკარეები განცალკევებით, გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით პროცესს განაგროძობენ. დანიელ კარვახალი ვარჯიშობს, როგორც გუნდთან ერთად, ასევე ინდივიდუალური პროგრამით. ესპანელის „ნოუ კამპზე“ გასვლა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.
- 21 ოქტომბერი 2021
- 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.