მბაპე „ნიუქასლს“ არ განიხილავს
ფრანგული და ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს წარმომადგენლებს „ნიუქასლის“ ახალი მესვეურები უკვე დაეკონტაქტნენ, მაგრამ ფრანგ მოთამაშე პრემიერლიგაში გადასვლა არ იზიდავს...
6 წელი და წლიური 50 მილიონი. გამოდის, რომ მბაპემ 300 მილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი. გარდა ხელფასისა „კაჭკაჭები“ მზაყოფნას გამოთქვამენ, კონკრეტული მიღწევების სანაცვლოდ კილიანმა ბონუსებიც მიიღოს, თუმცა ამაოდ.
Defensacentral-ის ინფორმაციით, ლოტინის მადრიდში ტრანსფერს ვეღარაფერი აღუდგება წინ და ეს შეთანხმება გარდაუვალია.
- 20 ოქტომბერი 2021
 - 7 145
 - 14
 

          
