ბენზემამ „რეალის“ ლეგენდის მაჩვენებელი გაიმეორა
კარიმ ბენზემასთვის „შახტართან“ დაპირისპირება ნამდვილად ისტორიული აღმოჩნდა, რომელსაც ფრანგი ფორვარდი ვერასდროს დაივიწყებს.
„9“-იანმა მადრიდის „რეალის“ მაისურით 290-ე გოლის გატანა მოახერხა და „რეალის“ ისტორიაში გატანილი გოლების მიხედვით მე-4 პოზიციაზე მყოფ ლეგენდარულ სანტილიანის გაუთანაბრდა.
ახლა კარიმი სანტილიანასთან ერთად სამეფო კლუბის მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია და სამეულში მოხვედრისთვის იბრძვის.
კარიმს სულ რაღაც 19 გოლი სჭირდება იმისათვის, რომ 309 გოლი ჰქონდეს აქტივში და ალფრედო დი სტეფანოს 308 გოლიანი მაჩვენებელი გააუმჯობესოს.
აღსანიშნავია, რომ ბენზემამ 290 გოლის გატანა 570 დაპირისპირებაში შეძლო, სანტილიანას კი ამისთვის 645 დაპირისპირება დასჭირდა.
- 20 ოქტომბერი 2021
- 4 069
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.