ვინისიუსი:„წინ „ბარსასთან“ მატჩია, ახლა ძალების მოკრება გვმართებს“
ვინისიუს ჟუნიორმა წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„სწორედ ეს არის მადრიდის „რეალის“ სტილი და შემართება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გოლების გატანა შევძელი და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ჩვენ საკმაოდ თავდაჯერებული ფეხბურთი ვითამაშეთ.“
„დღეს გამომივიდა ის, რაც ვარჯიშებზე ხშირად გამომდის. მთელი გუნდის დამსახურებაა, რომ საკმაოდ კარგად გავართვი თავი დაკისრებულ მოვალეობას.“
„მე ვაგრძელებ მუშაობას, 21 წლის ვარ და მაქვს ბევრი დრო იმისთვის, რომ განვვითარდე და ვიყო დიდი ფეხბურთელი. ჩემთვის ნორმალურია წარუმატებლობა და ბოლომდე ბრძოლის გაგრძელება.“
„მატჩის დასრულების შემდეგ ყველა ფეხბურთელს დიდი მადლობა გადავუხადე. ეს იყო საოცარი კოლაბორაცია.“
„ყოველთვის კარგად ვახერხებ ზეწოლას, მომწონს ასე თამაში , მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან და გულშემატკივრებთან ერთად. სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები დიდ ნდობას გამოხატავენ.“
„ახლა უნდა დავისვენოთ და „ელ კლასიკოზე“ ვკონცენტრირდეთ. წინ საკმაოდ რთული დაპირისპირება გველის.“
- 20 ოქტომბერი 2021
- 5 529
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.