ანჩელოტი:„ეს იყო დიდი მუხტი „ელ კლასიკოს“ წინ“
კარლო ანჩელოტიმ „შახტართან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან კარგი მატჩი გვქონდა. პირველ ტაიმში მეტოქე მეტ წინააღმდეგობა გვიწევდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც გვსურდა. მეტოქეს საკუთარი სტილი მოვახვიეთ თავს და აქტივში დამსახურებული 3 ქულა ჩავიწერეთ.“
„ვინისიუსი შესანიშნავ ფორმაშია. არის მატჩები, სადაც ბრაზილიელი ვარსკვლავი ბრწყინავს, ის დიდებულად თამაშობს, რასაც უდიდესი მოტივაცია განაპირობებს.“
„ვიცით, რომ „შახტართან“ გამარჯვება დიდ მუხტს მოგვცემს, რომელიც „ელ კლასიკომდე“ გაგვყვება. გასახდელში ყველას მივულოცე, მაგრამ ამასთანავე ვთქვი, რომ „ელ კლასიკო“ სხვა განზომილებაა და ჩვენს თავს უნდა ვაჯობოთ.“
„როდრიგო საშემსრულებლო ოსტატობის მხრივ მოწოდების სიმაღლეზე დგას. არ არის გამორიცხული, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ბარსელონას“ წინააღმდეგაც სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზოს. ასეთი ტიპის ფეხბურთელების შეცვლა წარმოუდგენლად რთულია.“
„ჩემი დამოკიდებულება ბენზემას მიმართ არ შეცვლილა. ფრანგს ვენდობოდი წლების წინ და ასეა ახლაც. „9“-იანი საოცარ ნახევარდაცვასთან ერთად შესანიშნავად კომბინირებს, წინ კი ახალგაზრდების სისწრაფეებს სათავისოდ იყენებს.“
„მილიტაომ ბრყინვალედ ითამაშა. ბრაზილიელი ყველა მომენტში მოწოდების სიმაღლე იდგა. დაცვა შედარებით სტაბილურად გამოდიოდა და ჩვენ 5 გოლი ისე გავიტანეთ, რომ კარის მშრალად შენახვა შევძელით, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.“
„მენდის დაბრუნებამ გუნდის დაცვის თამაში შეცვალა. ფრანგი თავს კარგად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ ფერლანმა მოედანზე 65 წუთზე მეტი ითამაშა.“
„კროოსი, მოდრიჩი და კაზემირო იდეალური ტრიოა. მრავალი ტიტულის მოგების მიუხედავად, ისინი ამბიციას ინარჩუნებენ და ხვდებიან, რომ „რეალში“ ყველა სეზონში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაა საჭირო.“
- 20 ოქტომბერი 2021
- 2 886
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.