მოდრიჩი:„„შახტართან“ მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ“
„შახტართან“ დაპირისპირების წინ ლუკა მოდრიჩმა პრესკონფერენცია გამართა...
„ხვალინდელი თამაშისთვის 100%-ით მზად ვართ და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ვიცით, რომ უკრაინაში თამაში მარტივი არ იქნება, თუმცა „შერიფთან“ წაგებული მატჩის გამო, ახლა ვალდებულებულები ვართ გავიმარჯვოთ და აქტივში 3 ქულა ჩავიწეროთ. ბოლო მატჩებში „ბლანკოსი“ არასტაბილური იყო, მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვლება.“
„კაზემირო, კროოსი მოდრიჩის ტრიო წლების მანძილზე ყალიბდებოდა და ნამდვილად საოცარი შედეგები დადო, მაგრამ მსურს ვისაუბრო ჩავის, ინიესტას და ბუსკეტსის ტრიოზე და ჩვენს შედარებაზე. სჯობს, ეს არჩევანი სხვებმა გააკეთონ.“
„ბუნებრივია, მსურს, რომ ოქროს ბურთის მფლობელი კარიმ ბენზემა გახდეს, თუმცა ფრანგს ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში მოუწევს აღნიშნული ჯილდოსთვის ბრძოლა. ვთვლი, რომ „9“-იანი რეალური კანდიდატია, დანარჩენს კი ღონისძიებაზე ვიხილავთ.“
„მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება 2 წელიწადში ერთხელ? ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა ვთვლი, რომ მუნდიალს უნიკალურობას სწორედ ის სძენს, რომ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.“
„ჩემი კარიერა „რეალში“ შესანიშნავად მიმდინარეობს. მადრიდს მას შემდეგ დავტოვებ, რაც ჩავთვლი, რომ მოწოდების სიმაღლეზე არ ვდგავარ. ახლა კონტრაქტებზე საუბრის დროს ვერ ვხედავ.“
„შარშან „შახტარმა“ ორივე თამაში მოგვიგო. ამ გუნდში ტექნიკური და ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელები ასპარეზობენ. მწვრთნელის ცვლილებების შემდეგ დონეცკელები კიდევ უფრო გაძლიერდნენ, ამიტომ ურთულეს დაპირისპირებას ველი.“
„ჩვენ გვსურს გაუმჯობესება და გვჯერა, რომ პროგრესს მივაღწევთ. კრიტიკა ახალი არ არის. როდესაც ვიგებთ, ყველაფერი კარგად მიდის, ხოლო როდესაც ვაგებთ, საოცარ აზრებს ვისმენთ, თუმცა პროფესიონალები ვართ და ინტრიგეს არ ვყვებით.“
- 18 ოქტომბერი 2021
- 2 232
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.