თუ სალაჰი და „ლივერი“ ვერ შეთანხმდებიან, საქმეში „რეალი“ ჩაერთვება
Mirror-ის ცნობით, მუჰამედ სალაჰსა ად „ლივერპულს“ შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ეგვიპტელ ფეხბურთელს ძალიან სერიოზული მოთხოვნები აქვს...
მერსისაიდელებთან ხელშეკრულება მოს 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ბუნებრივია „ენფილდის“ მკვიდრები სალაჰის გაყიდვაზე 2022 წელს იზრუნებენ, ვინაიდან მისი ფასი 120 მილიონ ევროს აღემატება.
„ლივერპულს“ მუჰამედთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2025 წლის 30 ივნისამდე სურს. მეტიც, ფეხბურთელის აგენტი ინგლისში იმყოფება და მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა წინაღობა ის არის, რომ წინახაზელს წლიურად 28 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც კოლოსალურად დიდი თანხაა.
Mirror-ის ცნობით, თუ იურგენ კლოპის ხელმძღვანელობა მოსთან ხელფასზე ვერ შეთანხმდება, „რეალი“ და „პსჟ“ საქმეზე გადავლენ და ფეხბურთელის დამატებისთვის იბრძოლებენ.
- 18 ოქტომბერი 2021
- 1 644
- 15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.