„ბლანკოსს“ ლუკას კლოსტერმანი ისევ აინტერესებს
„ლაიფციგის“ უკანახაზელის, ლუკას კლოსტერმანის დამატებით ფლორენტინო პერესი ჯერ კიდევ 2020 წელს ინტერესდებოდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.
როგორც სჩანს, კლოსტერმანის მიმართ ინტერესი ისევ არსებობს და მადრიდის „რეალი“ „ლაიფციგთან“ მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.
გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2024 წელს იწურება, მისი ფასი კი 25-იდან 30 მილიონ ევრომდე მერყეობს.
გეველსბერგში დაბადებული ფეხბურთელი უნივერსალია, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის. კლოსტერმანს შეუძლია, როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაში.
შარშანდელი სეზონის ბოლოს ლაიფციგელს მიუნხენის „ბაიერნსაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ „რეკორდმაისტერმა“ საბოლოო არჩევანი დაიო უპამეკანოზე გააკეთა.
- 17 ოქტომბერი 2021
- 613
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.