კამავინგა და როდრიგო Golden Boy-ს ჯილდოსთვის იბრძოლებენ
ორი მადრიდისტა - ედუარდო კამავინგა და როდრიგო გოეში Golden Boy-ს ჯილდოსთვის ბრძოლაში ფინალურ ეტაპზე არიან გასულები...
აღნიშნული ჯილდო 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის საუკეთესოს გადაეცემა. 2001 წლიდან მოყოლებული აღნიშნულ ჯილდოს არაერთი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი დაუფლებია.
18 წლის კამავინგამ უკვე მოასწრო „რეალში“ სადებიუტო გოლის გატანა, ასევე საფრანგეთის მთავარ ნაკრებში მოხვედრა.
რაც შეეხება როდრიგოს, ბრაზილიელი ახალგაზრდა „ბლანკოსის“ მთავარ გუნდში უკვე მესამე სეზონს ატარებს და არაერთ ტიტულს ფლობს.
13 დეკემბერს ოფიციალურ ღონისძიებაზე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ვინაობას გავიგებთ, კონკურენცია კი საკმაოდ მაღალია.
- 17 ოქტომბერი 2021
- 496
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.