„რეალი“ „შახტარისთვის“ მზადებას აგრძელებს
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურისთვის მზადებას აგრძელებენ.
დღევანდელ სესიაზე კარლო ანჩელოტიმ დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, დაცვაში ზუსტ თამაშს, კარში დარტყმებსა და მოკლე სივრცეში კომბინაციებს.
ფერლან მენდი სრულფასოვნად იტვირთება, ის უკრაინელების წინააღმდეგ განაცხადში აუცილებლად მოხვდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ კარლიტოს დავალებები შეასრულა დავიდ ალაბამ, მას დაზიანება არ აქვს და გუნდის დახმარება შეუძლია.
ტრავმირებული ფეხბურთელები აღდგენით პროცესს განაგრძობენ და სატრენაჟორო დარბაზში მაქსიმალურად იტვირთებიან.
- 16 ოქტომბერი 2021
- 1 650
- 26