„რეალი“ მიგელ გუტიერესს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მიგელ გუტიერესის გამოსასყიდი თანხა ამჟამად 40 მილიონ ევროს შეადგენს, მადრიდის „რეალს“ კი ესპანელი განაპირა მცველის კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას და გამოსასყიდი თანხის 12-ჯერ გაზრდა სურს...
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, გუტიერესის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზარდება, ამასთან ერთად კი გაიზრდება მისი გამოსასყიდი თანხა და 500 მილიონ ევროს მიაღწევს.
აღნიშნული თანხა მადრიდულ გრანდში უკვე სტანდარტად არის ჩამოყალიბებული. არცერთი ახალი კონტრაქტი 500 მილიონიანი გამოსასყიდი თანხის გარეშე არ გაფორმდება.
ამ ნაბიჯით პერესს სურს, რომ საკუთარი ფეხბურთელები „ფინანსურად მონსტრი“ გუნდებისგან დაიცვას.
- 16 ოქტომბერი 2021
- 623
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.