ლევანდოვსკი „ბაიერნის“ დატოვებას გეგმავს, პრიორიტეტი „რეალია“
არაერთი გერმანული გამოცემისა და ესპანური AS-ის ცნობით, რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის „ბაიერნს“ წასვლის სურვილი გაუმხილა და ეს საკითხი საკმაოდ სერიოზულად დადგა...
პოლონელ ფორვარდს „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, თუმცა წასვლაზე ზაფხულში იფიქრებს.
რობერტის წარმომადგენლებმა გერმანელებს უთხრეს, რომ „რეალის“ მხრიდან საინტერესო წინადადების მოსმენის შემთხვევაში, ფეხბურთელს წასვლის საშუალება მისცენ.
ლევანდოვსკის „ბაიერნის“ დატოვება სურს, პრიორიტეტი კი მადრიდულ გრანდში გადასვლაა, ახლა კი ჯერი ფლორენტინო პერესზე იქნება.
- 16 ოქტომბერი 2021
- 3 852
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.