„რეალმა“ მინო რაიოლა დაიყოლია - პოლ პოგბას „რეალში“ ტრანსფერი!
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, პოლ პოგბა მადრიდის „რეალთან“ კიდევ უფრო დაახლოვდა, ვინაიდან ფეხბურთელის აგენტი, ფლორენტინო პერესმა ფაქტობრივად დაიყოლია...
პოგბას ტრანსფერის სანაცვლოდ მინო რაიოლა დაახლოებით 15 მილიონიან ბონუსს მიიღებს. როგორც სჩანს, პერესმა წარმატების გასაღებს მიაგნო.
ახლა რაიოლა პოგბას მხოლოდ „რეალში“ ტრანსფერზე იმუშავებს, ვინაიდან მისი შეთანხმებიდან უდიდეს ბონუსს მიიღებს.
პოლი მანჩესტერ „იუნაიტედთან“ მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებს. ბრიტანული გამოცემების ცნობით, 2022 წლის იანვარში რაიოლა და პოგბა მადრიდში ჩავლენ და წინასწარ შეთანხმებას გააფორმებენ.
- 16 ოქტომბერი 2021
- 1 592
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.