RMC - სერხიო რამოსის „რეალიდან“ წასვლის ზუსტი მიზეზი ცნობილია!
RMC-ის ცნობით, მადრიდის „რეალმა“ სერხიო რამოსი გუნდიდან კონკრეტული მიზეზით გაუშვა...
ეს მიზეზი სწორედ მძიმე დაზიანებაა, რომელსაც რამოსი დღემდე მკურნალობს და „პსჟ“-ში სადებიუტო დაპირისპირების გამართვას ვერ ახერხებს.
ფლორენტინო პერესს მედიკოსებმა აცნობეს, რომ კაპიტანი მოედანზე რამდენიმე თვის მანძილზე კიდევ ვერ გავიდოდა, ამასთან ერთად კი არსებობდა რეციდივის შანსი, რომლის დაფიქსირების შემთხვევაშიც, ესპანელს შესაძლოა მთელი სეზონი გაეცდინა.
გამოდის, რომ პერესმა სწორედ ამ მიზეზით თქვა უარი განახლებაზე, რადგან დაინახა რისკი, რომ 12 მილიონი უნდა გადაეხადა ფეხბურთელისთვის, რომელიც მოედანზე შესაძლოა საერთოდ ვერ გასულიყო.
- 15 ოქტომბერი 2021
- 8 149
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.